საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯში საბუთების მიღების ვადები განისაზღვრა
მათ, ვინც გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის ვებ გვერდზე, გთხოვთ საბუთები წარადგინოთ, 13 ოქტომბერს 16:00-19:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე, ჯანო ბაგრატიონის N6, მე-4 სართული.
წარსადგენი დოლკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კანონიერი წარმომადგნელობის დადამასტურებელი დოკუმენტი
- საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- ფოტო-სურათი (3X4)
- სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზეც (CD-ზე ჩაწერილი)