ჩვენ შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი დაარსად 2019 წელს, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია. დღევანდელი მონაცემებით უნივერსიტეტში 6000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს აქვს სამივე საგანმანათლებლო საფეხური (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო), სწორედ ამის გამო მისი დამფუძნებლების იდეა იყო რომ ქონოდა პროფესიული კოლეჯიც.

პროფესიულ კოლეჯს ხელმძღვანელობს, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი სულხან სულხანიშვილი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სამი პროფესიული მოდულური პროგრამა:

  • ვებ ტექნოლოგიები
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები
  • კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება

 

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, მომთხოვნი საგანმანათლებლო პროცესითა და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება. კოლეჯის კურსდამთავრებული დასაქმების რეალური პერსპექტივითაა უზრუნველყოფილი.

 

კოლეჯის პერსონალი მაღალკვალიფიციურ, კრეატიულ და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი.

© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი