UG კოლეჯში საბუთების მიღება დაიწყო

რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 4-7 ოქტმბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა, N 6, მე-4 სართული ან/და ელექტრონულად, კოლეჯის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: [email protected]

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, პროფესიული სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

საბაზო საფეხურის /სრული ზოგადი/ უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე;

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

პირადი/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78- მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

პასპორტი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კანონიერი წარმომადგნელობის დადამასტურებელი დოკუმენტი;

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი ან ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კანონიერი წარმომადგენლობა;

ერთი ცალი ფოტოსურათი 3x4.

გისურევბთ წარმატებებს 

© All rights reserved. UG College