ხშირად დასმული შეკითხვები

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, UG კოლეჯმა შეიმუშავა ხშირად დასმული შეკითხვების რუბრიკა. რუბრიკა შემუშავდა სოციალური ქსელებიდან, სატელეფონო კომუნიკაციიდან, ღია კარის დღეებიდან და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული შეკითხვების შედეგად.

 

1. სად მდებარეობს შპს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი?

- საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის მისამართია: თბილისი, საბურთალო, ჯანო ბაგრატიონის 6.

 

2. რა პროფესიებს ასწავლით?

- საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: ვებ ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი, საოფისე საქმე, ღონისძიების ორგანიზება.

 

3. რამდენ ხანს გრძელდება სწავლა კოლეჯში?

- სწავლის ხანგრძლივობა ყველა პროგრამაზე ინდივიდუალურია, პროგრამებისა და მათი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ პროგრამების კატალოგში - https://ugcollege.ge/ka/program_catalog 

 

4. მოკლევადიანუ კურსები თუ გაქვთ?

- დიახ, UG კოლეჯშ ამ ეტაპზე არის ოთხი მოკლევადიანი პროგრამა: ფრონტენტ დეველოპმენტი (მომზადება); ფრონტენდ დეველოპმენტი (გადამზადება); ბექენდ დეველოპმენტი (მომზადება); კიბერუსაფრთხოება (გადამზადება) - პროგრამებისა და მათი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროგრამების კატალოგში - https://ugcollege.ge/ka/program_catalog

 

5. რა გამოცდები უნდა ჩავაბარო კოლეჯში სასწავლებლად?

- კოლეჯში სწავლისთვის უნდა ჩააბაროთ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდები და გაიაროთ მოტივაციური გასაუბრება კოლეჯის წარმომადგენლებთან. 

- ჩასაბარებელი გამოცდები პროგრამების მიხედვით: 

• ვებტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი - რაოდენობრივი წიგნიერება;

• საოფისე საქმე, ღონისძიების ორგანიზება - წიგნიერება

 

6. სად შეიძლება ვნახო ტესტების ნიმუშები?

- ტესტების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - https://naec.ge/?fbclid=IwAR1CDa6FrNRBZp-SCkLrDKCz_Jl8EsBZDGtr8ACzdZTCj-jxoT7beEzpRAc#/ge/post/2448 

- ასევე, ვებგვერდზე: https://edu.aris.ge/news/2022-wlis-testur-davalebata-nimushebi-profesiuli-testirebistvis.html 

 

7. სწავლა ფასიანია?

- UG კოლეჯში არის როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები, რომლებზე სწავლაც უფასოა, ისე ფასიანი პროგრამები. 

- 2023 წლის მიღების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებია: 

• ვებტექნოლოგიები, 

• კომპიუტერული ქსელი და სისტემები, 

• კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება.

- ნაწილობრივ დაფინანსებული პროგრამები:  

• პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი - პროგრამის საფასური: 3500, სტუდენტისთვის დაწესებული გადასახადი: 1250

- ფასიანი პროგრამები:

• ღონისძიების ორგანიზება - სტუდენტისთვის დაწესებული გადასახადი: 1500

• საოფისე საქმე - სტუდენტისთვის დაწესებული გადასახადი: 1000

 

8. როდის იქნება მიღება პროგრამებზე?

- 2023 სასწავლო წლის მიღების ფარგლებში რეგისტრაციის ვადებია: 22.05.2023 – 10.09.2023.

 

9. როდის იწყება სწავლა?

- 2023 სასწავლო წლის მიღების ფარგლებში სწავლის დაწყების თარიღია 15 ნოემბერი.

 

10. 9 კლას დამთავრებულს შეუძლია თუ არა სწავლა?

- UG კოლეჯი ახორციელებს საშუალო და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებზეც დაშვების წინაპირობაა სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (12 კლასის ატესტატი).

 

11. რა საბუთებია საჭირო კოლეჯში ჩასაბარებლად?

- UG ოლეჯში ჩასარიცხად წარმოსადგენი საბუთებია:

• სრული ზოგადი/უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე;

• საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

• პირადი/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; 

• პასპორტი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კანონიერი წარმომადგნელობის დადამასტურებელი დოკუმენტი;

• არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი ან ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კანონიერი წარმომადგენლობა;

• ერთი ცალი ფოტოსურათი 3x4.

 

12. კოლეჯი თუ შემიწყობს ხელს დასაქმებაში?

- UG კოლეჯს გაფორმებული აქვს მემორანდუმები არაერთ წამყვან კომპანიასთა, სადაც წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სტაჟირების გავლა/პრაქტიკის გავლა/დასაქმება.

- UG კოლეჯის დამსაქმებლების/პარტნიორების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროგრამების კატალოგში - https://ugcollege.ge/ka/program_catalog

 

13. ვინ იქნებიან ჩემი ლექტორები კოლეჯში?

- UG კოლეჯში არიან პრაქტიკოსი ლექტორები, რომელთაც აქვთ დაგრში მუშაობის გამოცდილება.

 

14. როგორი იქნება სასწავლო დატვირთვა?

- UG კოლეჯში სწავლა მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. სწავლა იწყება 9:00-ზე და გრძელდება 15:00-16:00 საათამდე.

 

15. სად უნდა დავრეგისტრირდე კოლეჯში ჩასაბარებლად?

- რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ საიტზე: vet.emis.ge 

- რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=RLHomhqFu7M&ab_channel=Emis 

- რეგისტრაციაში დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ სოაციალური ქსელი ან/და მეილის მეშვეობით: [email protected]; ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 596886886

 

© All rights reserved. UG College